gwl.ge
სატრანსორტო კომპანია „გრინვეი ლოჯისტიკში“დანერგილიასაერთაშორისოსტანდარტებიდამისიმომსახურებისხარისხიაღიარებულიასაერთაშორისოორგანიზაციის FIATA-სმიერ. ქართული კომპანია ყოველწლიურად FIATA-სთან თანამშრომლობით  ახერხებს ექპორტ-იმპორტის სფეროში მომსახურების ყველაზე მაღალი ხარისხი დანერგოს.
FIATAესარისსაერთაშორისოგამადზიდავთაასოციაცია, რომელიც 1926 წელსდაარსდაავსტრიაშიდამასში 40,000-ზემეტიგადამზიდავიაგაერთიანებულიმსოფლიოსმაშტაბით.
<description><![CDATA["ქართული ეკონომიკის ღერძი ძირითადად იმპორტ-ექსპორტზე გადის, ამიტომაც ამ სფეროში სრულყოფილი და ხარისხიანი სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია. სატრანსპორტო კომპანია „გრინვეი ლოჯისტიკი“ კი ქართული ბიზნესის ყველა მოლოდინს ამართლებს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რამდენიმე თვის წინ, „ქართული ბრენდი 2019“-ის დაჯილდოებაზე, კომპანიამ ნომინაციაში „ლიდერი სტარნასპორტო სფეროში “ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
 ამას სტატისტიკის დეპარტამენტის მხრიდან კიდევ ერთი აღიარებაც მოყვა. „გრინვეი ლოჯისტიკი“ საქართველოს ტოპ 24 ლიდერ საწარმოს შორი მეორე პოზიციაზე მოხვდა და საერთაშორისო გადაზიდვების სექტორის ოქროს რეიტინგის სათავეში მოექცა. ამ წარმატებებმა კომპანიის წინაშე ახალი გამოწვევები დასახა.
ამ წარმატებული კომპანიის უკან დგას ასევე წარმატებული ქალბატონი ნატალია რაჯებაშვილი, რომლის ინოვაციური ხედვები, კლიენტზე მორგებული სერვისი და წარმატებული მენეჯმენტი, აძლევს კომპანიას საშუალებას იყოს დარგის ლიდერი."]]></description>
<description><![CDATA["ქართული წარმატებული ბრენდების დაჯილდოვების ტრადიცია გრძელდება და უკვე 15 წელია, ყოველ დეკემბერს წარმატებული ლიდერი და გამორჩეული ქართული ბრენდები პომპეზურად და საზეიმოდ ჯილდოვდებიან. წელს საიუბილეო რიგით მეთხუთმეტე ღონისძიებას სასტუმრო „ბილთმორმა“ უმასპინძლა. „ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდა: ლიდერი, ნდობა-რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელე-პროექტი, წარმატებული ქართული ბრენდი და ბრენდ-პერსონა.
წარმატებული ქართული ბრენდის ნომინაციაში გამარჯვება ლოჯისტიკურმა კომპანია "GreenWay Logistic" მოიპოვა.
ნატალია რაჯებაშილი, ლოჯისტიკური კომპანია "GreenWay Logistic"- ის დირექტორი: „ქართული ბრენდის“ დაჯილდოვებაზე წელს პირველად ვიყავით წარდგენილი. ეს გამარჯვება ჩვენთვის სტიმულია, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ, უფრო წარმატებულები ვიყოთ და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კარგი ხარისხი დავდოთ. დიდი პატივია ჩვენთვის ვიყოთ ამ ჯილდოს მფლობელი.
ტვირთების გადაზიდვის ბაზარი – როგორ ვითარდება ის სხვა ქვეყნებში და როგორი ვითარებაა ქართული ბიზნესის ამ სეგმენტში? - თემაზე M2B კომპანია Greenway logistic-ის გენერალური დირექტორს ნატალია რაჯებაშვილს ესაუბრა.
ნატალია რაჯებაშვილი: ტვირთის გადამზიდი კომპანიები საქართველოში მრავლადაა წარმოდგენილი და შესაბამისად, კონკურენციაც დიდია, რომელიც ბაზარზე ჩვენს მიერ შეთავაზებული მომსახურების პირობებით დავძლიეთ - დამკვეთს მსოფლიო მასშტაბით ნებისმიერი წერტილიდან ვთავაზობთ როგორც საერთაშორისო გადაზიდვას, ასევე საბაჟო და სადეკლარატო მომსახურებას. ეს ის სფეროა, რომელშიც საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. ამ სტრუქტურაში 19 წელია ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Greenway logistic საკმაოდ კონკურენტუნარიანია და გადაზდვის სექტორში ჩვენი კომპანიის წვლილიც დიდია.
- ტარიფებით რამდენად უწევთ კონკურენციას სხვა გადამზიდავ კომპანიებს?
ნატალია რაჯებაშვილი: გადაზიდვის ეფექტიანობას სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს – დრო, ტარიფი და მომსახურების ხარისხი. დამკვეთი რომელი ქვეყნიდან რა მოცულობის ტვირთის გადმოზიდვას გვიკვეთავს - ესაა მნიშვნელოვანი. საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასები გვაქვს. სხვა სატრანსპორტო კომპანიების ფასი გაცილებით მეტია და მათგან განსხვავებით, ჩვენ საბაჟო-სადეკლარაციო მომსახურებასაც ვთავაზობთ, ანუ კარიდან-კარამდე სერვისს, რომელიც ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის ტვირთის გადაზიდვის ფასში შედის. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების ასოციაციის მიერ სტატისტიკურ და ფინანსურ–ეკონომიკურ მაჩვენებელზე დაფუძნებით ჩატარდა კვლევა და კომპანია შპს „GREENWAY LOGISTIC“-ს მიენიჭა წოდება „დარგის ლიდერი 2015“. აგრეთვე, კომპანია დაჯილდოვდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“-ს მიერ „ქართული ბრენდი 2017“-ით. ეს არის დასტური ხარისხზე და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიის წარმატებისა.
- ტვირთის გადაზიდვას რა მოცულობით აწარმოებთ?
ნატალია რაჯებაშვილი: როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვებს საკმაოდ დიდი მოცულობით ვანხორციელებთ. აგრეთვე ჩვენი კომპანია ახორციელებს სახიფათო ტვირთების გადატანას და ყველა იმ საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, რაც სჭირდება სახიფათო (ე.წ. ADR კლასის) ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას. ასეთი ტვირთის ტრანსპორტირება გადამზიდველისაგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს და სათანადო ზომების მიღებას მოითხოვს. ჩვენი კომპანია მართლაც ერთ–ერთი ლიდერი კომპანიაა სახიფათო ტვირთის გადაზიდვებში.
- საკვები პროდუქტების შემოტანაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
ნატალია რაჯებაშვილი: ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა, როგორც ღვინოზე, ციტრუსზე, მინერალურ წყალზე, სოფლის მეურნეობის პორდუქტებზე, ასევე სილიკომანგანუმზე. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოს მიმართულებითაც გაიზარდა ტვირთნაკადი. უკრაინული და თურქული ბაზარი რუსულმა ბაზარმა მეტ-ნაკლებად ჩაანაცვლა, რადგან საკვები პროდუქტის შემოტანა რუსეთიდან უფრო იაფი ჯდება. მაგალითისთვის, უკრაინიდან მცენარეული ზეთის და სხვა საკვები პროდუქტის ტრანსპორტირება 2500-3000 დოლართანაა დაკავშირებული. აღნიშნული პროდუქტის რუსეთიდან შემოტანა 1500 დოლარამდე ჯდება. ასე რომ, უკრაინული კვების პროდუქტი რუსულ ნაწარმს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ვეღარ უწევს. შესაბამისად, ჩვენი კომპანიაც რუსულ ბაზარზე გადაერთო, რადგან ტვირთბრუნვა რუსეთ-საქარველოს შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა.
- რუსეთიდან მხოლოდ კვების პროდუქტების ტრანსპორტირებაზე მოთხოვნა გაიზარდა?
ნატალია რაჯებაშვილი: არა, ასე არ არის. რუსული პროდქუციის იმპორტმა ჩინური პროდუქციაც მეტნაკლებად ჩაანაცვლა. მაგალითად, სამშენებლო მასალები, აბაზანის აქსესუარები და ა.შ. კიდევ უფრო იაფია, ვიდრე ჩინური. გარდა ამისა, ტრანსპორტირებაც ნაკლები ჯდება, იმპორტიორი დროშიც იგებს და რეალიზაციასაც მალე ახორციელებს. თუმცა, ჩინეთი, თურქეთი და უკრაინა ის ქვეყნებია, საიდანაც იმპორტირებული ტვირთის მოცულობას საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ქართულ ბაზარზე.
- გადაზიდვებს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით აწარმოებთ?
ნატალია რაჯებაშვილი: კომპანიას გააჩნია საკუთარი ავტოპარკი, თუმცა 100-მდე კონტრაქტორ ორგანიზაციასთან და კერძო სატვირთო ავტომობილის მფლობელებთანაც ვთანამშრომლობთ. მათი ავტომობილები იჯარით გვაქვს აღებული და ექსპედიტორულ მომსახურებას უწევთ მათ კუთვნილ ავტომანქანებსაც.
- საქართველოს გარდა სად გაქვთ წარმომადგენლობა?
ნატალია რაჯებაშვილი: ჩინეთშიც გვაქვს წარმომადგენლობა, საიდანაც ნაკრები ტვირთი ფოთის პორტში შემოგვაქვს. ჩინეთიდან საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვასაც ვაწარმოებთ, რომელიც დროში მომგებიანია და საქართველოში 15-20 დღეში ჩამოდის. საზღვაო ტრანსპორტირების შემთხვევაში 40-45 დღეა საჭირო. ტრანსპორტირების საფასურიც განსხვავებულია. სახმელეთო ტრანსპორტირება შედარებით ძვირი ჯდება. კიდევ უფრო ძვირია საჰაერო ტრანსპორტი.
- ქალისთვის გადაზიდვის კომპანიის ხელმღვანელობა ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული.
ნატალია რაჯებაშვილი: ხშირად მეკითხებიან, მამაკაცური სფეროა და როგორ ართმევ თავსო. მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლოგისტიკურ მომსახურებას მამაკაცებთან შედარებით ქალები უკეთესად უმკლავდებიან. მე, როგორც ხელმძღვანელს, ბევრ სირთულესთან მიწევს გამკლავება. მომხმარებლამდე ძვირადღირებული ტვირთის მიწოდება დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის პასუხისმგებლობა და მანქანები დაზღვეული გვყავს, დოკუმენტში წვრილმანმა შეცდომამ შეიძლება დროული ტრანსპორტირება შეაფერხოს. ამიტომ, ყველა დოკუმენტს გულდასმით ვამოწმებთ და მთელი ჩვენი გუნდი ერთობლივად ვზრუნავთ, რათა მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს დამკვეთს და უზრუნველვყოთ ტვირთის დანიშნულ ადგილამდე უსაფრთხოდ მიწოდება.
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
ნატალია რაჯებაშვილი: საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის გაცილებით სტრატეგიულია, ვიდრე რუსული ბაზარი. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ვაჭრობის გაფართოვებით საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, ამიტომ გვინდა გავფართოვდეთ და საწყობები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განვათავსოთ, საიდანაც კონსოლიდირებული ტვირთის ტრანსპორტირებას კიდევ უფრო სწრაფად და დაბალ ფასად შევთავაზებთ ჩვენს დამკვეთებს.
ავტორი: სოფიო ბოჭორიძე
ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია